კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანაორგანიზებით ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკუ­ლ­ტე­ტის ინიციატივით, მრავალი წელია ტრადიციულად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სოციოლოგიური თეორიის განვითარების საკითხები“. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციოლოგიური კონფერენცია უკრაინაში, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში იმართება. მიმდინარე წელს კონფერენციის თანაორგანიზებაში საქართვე­ლო­დან სოხუმის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებიც იყვნენ ჩართულნი. კონფერენციის სამუ­შაო თემა „წინააღ­მდეგობის, სოლიდარობისა და მშვიდობის მშენებლობის გაგებას“ ეხებოდა. საერთაშორისო კონფერენცია 2025 წლის 30 მაისს ონლაინ Zoom-ის პლატფორმაზე გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უკრაინის, შვედეთის, ფი­ნე­თის, საქართველოს, მოლდოვას უნივერსიტეტები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები. სამეცნიერო ფორუმში ჩართული იყვნენ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროექტის PeaceEdu-ს (კურიკულუმის რეფორმა მშვიდობის სწავლებისათვის  უკრაინაში, მოლდოვასა და საქართ­ვე­ლო­ში)  ხელმძღვანელი მარკო ლეჰთი და კოორდინატორი ანუშ პეტროსიანი (ტამპერეს უნივე­რ­სიტეტი, ფინეთი). სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციის თანაორგანიზებასა და მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ პროფესორები: ზურაბ ხონელიძე, ლია ახალძე, თამარ შინჯიაშვილი და ომარ არდაშელია.