პროფესორ-მასწავლებელთა ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე

2025 წლის 5 და 6 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციასამართლის პოლიტიკის აქტუალური საკითხები“.

5 ივნისს მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სექციამ (ხელმძღვანელი: პროფესორი ვეფხვია გვარამია). წარმოდგენილი იქნა მოხსენებები საერთაშორისო სამართალში სანქციების გამოყენების ეფექტიანობის, ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და ევროკავშირის მწვანე ფინანსური მოდელის ექსპორტის პრობლემებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის საკითხებზე.

იმავე დღეს მუშაობა გააგრძელა სამართლის საფუძვლების, მეთოდების, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სექციამ (ხელმძღვანელი: პროფესორი ლალი გაბისონია). სექციის მუშაობის დროს გამოკვეთილი იყო მოხსენებები, რომლებიც ეთმობოდა შემდეგ საკითხებს: იოანე და გაბრიელ მთაწმინდელების მსოფლმხედველობა და ღვაწლი, ათონის წმინდა მთაზე, ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო, კერის შექმნაში; რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში; აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივი ბუნების საკითხები.

6 ივნისს მუშაობა დაიწყო სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო სამართლის პროცესის სექციამ (ხელმძღვანელი: პროფესორი ასმათ გუგავა). მოხსენებები ეთმობოდა კანონმდებლობით ქალთა შრომის უფლებების დაცვის პრობლემატურ საკითხებს, ავტორის მორალური უფლებების სამართლებრივ ბუნებასა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას.

შემდეგ მუშაობას შეუდგა სისხლის სამართალისა და სისხლის სამართლის პროცესის სექცია (ხელმძღვანელი: პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე). მკვლევარები განიხილავდნენ სხვა სახელმწიფოს სისხლის სამართლის გადმოღების, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგიერთი ნორმის დოქტრინალური ახსნა-განმარტების, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების, შეწყვეტის აქტუალურ საკითხებს.

დასასრულს მონაწილეთა მიერ აღნიშნული კონფერენციის მუშაობა დადებითად შეფასდა. დეკანმა, პროფესორმა . გვარამიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ფაკულტეტზე ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებითნიურნბერგის პრინციპები“, რომელიც მიეძღვნება ნიურნბერგის სასამართლო პროცესიდან 80 წლისთავს