დოქტორანტ მანანა გრიგოლავას დისერტაციის დაცვა

2025 წლის 4 ივლისს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მანანა გრიგოლავა (სადოქტორო პროგრამა „თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია“) ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ზაირა არსენიშვილის რომანის ნარატოლოგიური კატეგორიები

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუცია - ფილოლოგიის  აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;                                                 

ოფიციალური რეცენზენტები: როსტომ ჩხეიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.                                                 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.