თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში აფხაზეთის თემაზე სემინარი გაიმართა

უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის  არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორივე მხარის განვითარებისთვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მჭიდრო კავშირები სკოლებთან დაკავშირებულია სასკოლო და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან, პედაგოგიურ პრაქტიკებთან, სამოქმედო კვლევებისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებასთან,  სემინარებისა და საჯარო ლექციების ჩატარებასთან.  მორიგი სემინარი, 2025 წლის 23 მაისს, სსიპ თბილისის 157 - ე საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის ედნა ბაზერაშვილის ინიციატივით გაიმართა.  X-XI  კლასელებს, აფხა­ზეთის კულტურული მემკვიდრეობა  სამეცნიერო კვლევებისა და განვი­თა­რე­ბის დეპარტამენტის უფროსმა,  პროფესორმა ლია ახალაძემ  გააცნო. მოს­წა­ვლეებში განსა­კუ­თ­­რე­ბუ­ლი ინტერესი გამოიწვია შუა საუკუნეების აფხაზეთის მოსახლეობისა და  ეგრის-აფ­ხა­ზეთის მე­ფე­თა წერილობითი ძეგლების პრეზენტაციამ. საინტერესო დისკუსიისა და კი­თ­ხვა-პასუხის შემ­დეგ, პროფ. ლია ახალაძემ მოსწავლეებს და სკოლას საჩუქრად მხატვრული და ისტორიული ჟანრის, ასევე პედაგოგიურ-პრაქტიკული მნიშვნელობის წიგნები გადასცა. დასასრულს, მო­მხსენებლმა მადლობა გადაუხადა სკოლის მასწავლებელს, ქ-ნ  ედნა ბაზე­რა­შვილს აფ­ხა­ზე­თის თემატიკით დაინტერე­სე­ბისთვის და მოსწავლეები უნივერსიტეტის გასაცნობად მიიწვია.