იურიდიულ ფაკულტეტზე შედგა შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან

იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს  შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა.

ა. წ. 6 აპრილს შედგა შეხვედრა იურიდიულ ფაკულტეტზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ქეთევან კვინიკაძის და სალომე კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის შესახებ. სკოლა დაარსდა 2006 წელს ევროპის საბჭოს ინიციატივით და მხარდაჭერით. იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ერთადერთი  ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ახორციელებს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალპროფესიულ პრაქტიკულ სწავლებას. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს რომ სკოლა აცხადებს მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე სამართლის აქტუალურ საკითხებზე, სადაც სწავლებას უზრუნველყოფენ მოქმედი მოსამართლები და მაღალკვალიფიციური ექსპერტები. აღინიშნა, რომ სწავლება ძირითადად სასამართლო პრაქტიკაზეა ორიენტირებული. დისკუსიაში ჩართული იყვნენ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ სკოლა საქმიანობას ეწევა შემდეგი მიმართულებების მიხედვით.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამართლის აქტუალურ საკითხებზე ხშირად ტარდება საჯარო ლექციები, რომელსაც უძღვებიან პრაქტიკოსი იურისტები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები აქტიურად არიან ჩართული აღნიშნულ ღონისძიებებში.