კონკურსანტების საყურადღებოდ, რომლებმაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე წარმატებით ჩააბარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები/წარმატებით გაიარეს გასაუბრება!

შეგახსენებთ, რომ კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 8-16 სექტემბერი; აღნიშნულ პერიოდში კონკურსანტმა სრულად უნდა დაფაროს სწავლის სემესტრული საფასური.

თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).  

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge

მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრისა.