მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან

2025 წლის 9 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა მოაწერეს.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

 

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესის ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებსა და სამინისტროში არსებულ და დაგეგმილ პროგრამებში მათ ჩართულობაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია.