გამოცხადდა საბუთების მიღება ერასმუს+ სასტიპენდიო პროგრამაზე ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში (იაში, რუმინეთი)

გამოცხადდა საბუთების მიღება ერასმუს+ სასტიპენდიო პროგრამაზე ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში (იაში, რუმინეთი).

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ სწავლის უფლება საბაკალავრო პროგრამებზე.

სწავლის პერიოდი: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი;

სწავლების ენა: ინგლისური/რუმინული.

ფაკულტეტები/პროგრამები: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, უცხოური ენები, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

1. რეზიუმე/CV.

2. სამოტივაციო წერილი.

3. გამოცდა უცხო ენაში.

4. სასწავლო ხელშეკრულების შედგენა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აკადემიური კალენდარი და კურსების კატალოგი.

https://www.uaic.ro/.../2025/06/Academic-calendar-25-26.pdf

https://www.uaic.ro/.../course-catalog-for-incoming.../

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 5 ოქტომბერი, 2025.

ელექტრონული მისამართი: international@sou.edu.ge