პოლონეთის ახალი ელჩის სამუშაო ვიზიტი სსუ-ში

2017 წლის 5 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, -ნი მარიუშ მაჟკიევიჩი. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. საპატიო სტუმარს შეხვდა საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია, რომელმაც - ელჩს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, აწმყო; ესაუბრა ბოლო წლებში პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დამყარებული ურთიერთობების, ერთობლივად განხორციელებული პროექტების შესახებ. -ნმა მარიუშმა გამოხატა დაინტერესება უკვე არსებული კავშირების გაღრმავებით, პოლონური ენის სწავლების გაგრძელებით, ახალი პროექტების განხორციელებით. სტუმარმა დაათვალიერა პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი, პოლონური კულტურის კუთხე ბიბლიოთეკაში.

-ნი ელჩის პატივსაცემად ქართული ხალხური სიმღერების პოპური შეასრულა უნივერსიტეტის ანსამბლმა (ხელმძღვანელი - . წიკლაური), რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.