2025-2026 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყო.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის
დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2025
წლის 13 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge