მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.
დოკუმენტის მიზანია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამების სტუდენტებისთვის პროფესიული უნარების გაძლიერება, პრაქტიკული გამოცდილების
მიღება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები იურიდიული დახმარების
სამსახურის სხვადასხვა ბიუროებში გაივლიან პროფესიულ პრაქტიკას, სადაც შეძლებენ მიღებული
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და საზოგადოებრივი ადვოკატების მუშაობის პროცესის
გაცნობას.
პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას
და სამართლის სფეროში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.