კალიშის უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა იაკუბ ბანასიაკთან (Yakub Banasiak, PhD) - კალიშის უნივერსიტეტის (Kaliski University, პოლონეთი) პრესკოორდინატორთან.

კალიშის უნივერსიტეტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ხანგრძლივი და სანდო პარტნიორია, რომელთანაც განხორციელებულია მრავალი გაცვლითი პროგრამა, ერთობლივი პროექტი და აკადემიური ინიციატივა.

შეხვედრაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეა ჯუღელმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათშორისი კავშირის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები, ზაფხულის სკოლების ორგანიზება, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო გაცვლების გაფართოების შესაძლებლობები. ვიზიტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კალიშის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების გზაზე, რაც ხელს უწყობს

საერთაშორისო აკადემიური დიალოგისა და უმაღლესი განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების გაღრმავებას.