სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლუბლიანას უნივერსიტეტში ლუბლიანას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს სტუმრობდნენ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორები -  ვეფხვია გვარამია და ედიშერ ფუტკარაძე,  Erasmus+ პროექტის ფარგლებში ლუბლიანას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს სტუმრობდნენ, სადაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხეს.

პროფესორ ვეფხვია გვარამიას ლექციები თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს დაეთმო, ხოლო პროფესორ ედიშერ ფუტკარაძის ლექციების ძირითადი თემა მატერიალური სისხლის სამართლის აქტუალური პრობლემები იყო.

ლექციები საინტერესო და ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე ლუბლიანას უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებში.

აღსანიშნავია, რომ პროფესორები ვეფხვია გვარამია და ედიშერ ფუტკარაძე, ამავე უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მეორედ იმყოფებოდნენ, რაც ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნათელი მაგალითია.

ვიზიტი, მიმდინარე წლის 5–12 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა.