განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ სტიპენდია დაუნიშნა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ სტიპენდია დაუნიშნა.

სტიპენდიის გადაცემის ცერემონიასთან ერთად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფონდს შორის გაფორმდა გრანტის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა. 

ღონისძიების ფარგლებში განათლების მეცნიერებათა დოქტორმა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა და ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორმა მანანა ბოჭორიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული პედაგოგიკა და მასწავლებლის ახალი როლი“, ლექციის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა მანანამ სტიპენდიანტებს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი - „პედაგოგიკის საფუძვლების სალექციო კურსი“.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს კი გულწრფელ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.