სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგულარულ რეჟიმში განაგრძობს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში უნივერსიტეტის დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას.
ამ მიზნებიდან გამომდინარე, დღეს, 4 ნოემბერს უნივერსიტეტის დასაქმებულთათვის ჩატარდა სასწავლო წლის გეგმით გათვალისწინებული გეგმიური სწავლება შრომის უსაფრთხოების სამართლებრივ საკითხებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების, საგანგებო რეაგირების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების განაწილების თაობაზე.
ტრენინგის მსვლელობის დროს დასაქმებულებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთი საკითხებზე, როგორებიცაა:
დამსაქმებლისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები;
ინფორმაცია სამუშაოს სივრცეში არსებულ საფრთხის შემცველი ფაქტორებსა და მათი გადაჭრის გზებზე;
სამუშაო სივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათგან მომდინარე რისკებზე.
სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფი აუცილებელი ზომები;
საგანგებო რეაგირების ჯგუფის წევრთა ფუნქცია-მოვალეობები;
მყისიერი კომუნიკაციის დამყარების პროცედურები სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან;
სამუშაო სივრცეში არსებული პრევენციული ღონისძიებები;
ხანძარმქრობის საშუალებების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული სწავლება.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს დროის
დათმობისა და ტრენინგზე აქტიური ჩართულობისათვის.