„სტუდფესტი 2025“-ის კულტურის მიმართულების ფინალური ცერემონია „მონოჰოლში“ გაიმართა

3 ნოემბერს, „მონოჰოლში“ გაიმართა „სტუდფესტი 2025“-ის კულტურის მიმართულების ფინალური ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მონაწილე უნივერსიტეტები და მათი რექტორები, მათ შორის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი. 

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა. ფინალურ ცერემონიაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სტუდენტებს წარმატება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპრიზო ადგილები მოიპოვა:

  1. მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში
  2. ფეინთბოლში

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს!