საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას -„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“.
სამინისტროს 2025 წლის 4 ნოემბრის №1518342 ბრძანების საფუძველზე,
2025–2026 სასწავლო წლის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღება მიმდინარეობს. ელექტრონულ
პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge
განცხადებების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 10 ნოემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობებისა და ელექტრონული განაცხადის შევსების ინსტრუქციის შესახებ იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge
ბანერი - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“.
გისურვებთ წარმატებებს!