მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში, ქალაქ ბელგრადში (სერბეთი) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევები“
საერთაშორისო კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მოხსენებებით წარდგნენ:
პროფესორი ვეფხვია გვარამია – „საერთაშორისო დანაშაულში ბრალდებულის გადაცემის მოთხოვნა და იმუნიტეტი“
პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე – „საერთაშორისო სისხლის სამართლისა და შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის თანაფარდობა“
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სერბეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის ასოციაცია (SUMKP) და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და დანაშაულობის მსოფლიო ფორუმი (IFCCLGE).
კონფერენციაში მონაწილეობდნენ 50 სახელმწიფოს იურისტები და მეცნიერები. მუშაობას კოორდინაციას უწევდა სერბეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი სრეტო ნოგო.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებშიც.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოქვეყნდა შრომების კრებულში „საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევები“.
ვულოცავთ წარმატებულ ვიზიტს ბატონებს -ვეფხვია გვარამიას და ედიშერ
ფუტკარაძეს. ვუსურვებთ ახალ პროფესიულ წარმატებებს!