ბავშვზე ორიენტირებული სტატისტიკის პოპულარიზაცია და მონაცემთა წიგნიერების გაძლიერება საქართველოში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სემინარს, თემაზე - „ბავშვზე ორიენტირებული სტატისტიკის პოპულარიზაცია და მონაცემთა წიგნიერების გაძლიერება საქართველოში“, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მონაწილეობით გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს სემინარის ორგანიზატორებმა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა - გოგიტა თოდრაძემ, UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ. მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:

საქართველოს სტატისტიკური სისტემის მუშაობის პრინციპებზე;

ბავშვებისა და მოზარდების მონაცემების წარმოებისა და ანალიზის მეთოდებზე;

სტატისტიკური პორტალის გამოყენებასა და მონაცემებზე წვდომის გზებზე;

კვლევებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვის შესაძლებლობებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები. ღონისძიება მიმდინარეობდა ინტერაქტიული ფორმატით. მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები, განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და იმსჯელეს მონაცემთა წიგნიერების მნიშვნელობაზე ბავშვთა დაცვისა და განათლების სფეროებში.

სემინარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბავშვზე ორიენტირებული სტატისტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია აკადემიური კვლევებისთვის, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისთვის და ბავშვთა უფლებების დაცვისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ UNICEF უკვე 10 წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლების პროგრამების განვითარებაში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვთა უფლებებისა სწავლების სფეროში. აღნიშნული სემინარის ჩატარებაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება, მიმდინარე წლის 2025 წლის 17 ნოემბერს გაიმართა