სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მან-სან-კანის შიდა ჩემპიონატის
ნახევარფინალი,
სადაც
ერთმანეთს
სკეჩებითა
და
იუმორისტული
ნომრებით
დაუპირისპირდნენ
სხვადასხვა
ფაკულტეტის
სტუდენტური
გუნდები.
ნახევარფინალს აფასებდა პროფესიონალი
ჟიური:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
და
ყოფილი
მანსანკანელი
- ქალბატონი
თეა
ჯუღელი;
უნივერსიტეტის პირველი „მანი-სანის“ გუნდის რეჟისორი
და
გადაცემა
„სპორტ
შოუს“
ავტორი
- მიხეილ
აბრამიშვილი;
სოხუმის უნივერსიტეტის მანსანკანის პირველი
გუნდის
კაპიტანი
და
კინო
გახმოვანების
ცნობილი
სპეციალისტი
- ლაშა
ბახტაძე;
სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - გიორგი კუპატაძე.
შიდა ჩემპიონატის ორგანიზება უზრუნველყვეს უნივერსიტეტის მხიარულთა
და
საზრიანთა
გუნდის
რეჟისორმა
- თენგიზ
შუკაკიძემ
და
გუნდი
„სოხუმარების“
წევრებმა.
ცნობილია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „სოხუმარები“
წარმატებით
ასპარეზობს
საქართველოს
მან-სან-კანის ჩემპიონატ
„ქართულ
ლიგაში“,
რამაც
უნივერსიტეტში
შიდა
თამაშებზე
ინტერესი
განსაკუთრებით
გაზარდა.
შიდა ჩემპიონატი სამ ტურად ტარდება. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულებს ფულადი პრიზები
და
გარდამავალი
თასი
ელოდებათ.
წარმატებებს ვუსურვებთ ნახევარფინალის ყველა მონაწილეს!