სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია პარტნიორობის განვითარება და განმტკიცება, ორმხრივი დაინტერესების გაღრმავება სასწავლო-სამეცნიერო სფეროში, ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა და სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა, მათ შორის - საგრანტო პროექტების ფარგლებში.
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ - საქართველოს
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და მეორე მხრივ სსიპ -
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა.