საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან 30-ე, წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან 30-ე, წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე გამოწვევები".

კონფერენციის თემატიკა:

1. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;

2. სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე გამოწვევები.

ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს. ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას.

2025 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 150-250 სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის მიერ ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge

ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 5 - 12 გვერდი;

საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 იანვარი, ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: f.law@sou.edu.ge

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.sou.edu.ge

ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:

ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen - 11 ფონტით, სქოლიო Sylfaen 9 - ფონტით. უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ; ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5; აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით; ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში, ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ. ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით: წიგნის გამოყენების
შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები არ განიხილება;

წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ - f.law@sou.edu.ge

კონფერენციის ორგანიზატორია სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტი.

მისამართი: საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61.

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ ფორმატის მეშვეობითაც, რომელიც გეცნობებათ დამატებით.