საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე ნაშრომების მიღება დაიწყო

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - "ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე გამოწვევები" კონფერენციის თემატიკა:
1. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;
2. სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე გამოწვევები. ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს. ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას. ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 7 - 15 გვერდი; საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 200-300 სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის მიერ ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 იანვარი, ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე- www.sou.edu.ge
ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:
ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen - ფონტით. უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ; ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5; აბზაცი გამოიყოს თაბ-კლავიშით; ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს ჟPEG ფორმატში, ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.; ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები არ განიხილება; წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ მეილზე f.law@sou.edu.ge
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2025 წლის 22 -23 დეკემბერი.
კონფერენციის ორგანიზატორია სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ ფორმატის მეშვეობითაც, რომელიც გეცნობებათ დამატებით.