2025 წლის 20 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო თანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა ქალაქ თბილისის №85 საჯარო სკოლის XI კლასის 32 მოსწავლეს, რომლებიც მონაწილეობენ კვლევით პროექტში „ეკრანდამოკიდებულება და მოზარდთა კეთილდღეობა“.
პროექტის ხელმძღვანელია №85 საჯარო სკოლის მათემატიკის
მასწავლებელი ნატო გერგაია. სკოლიდან დელეგაციას ახლდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე მანანა
ხაბეიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი ნატო გერგაია, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
ნინო ქიმბარიშვილი, მოქალაქეობის მასწავლებელი გოგი ლატარია.
პროექტის მიზანია მოზარდებისთვის ტექნოლოგიების უსაფრთხო
და გონივრული გამოყენების პოპულარიზაცია, ციფრული ჩვევების გაძლიერება და თანამედროვე
ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა.
ვიზიტი განხორციელდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის
მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო პროექტის პარტნიორი - ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული
პროფესორი ნესტან კეკელია.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ფაკულტეტის
დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
კობა კონსარტია, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული
პროფესორი მარინა ზარქუა, გეოგრაფიისა და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი,
პროფესორი მელორ ალფანიძე, გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი
თემურ ჩილაჩავა, ფიზიკის მიმართულების ასოცირებული
პროფესორი ნანა მაისურაძე. მათ მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები,
კვლევითი მიმართულებები და ფაკულტეტზე არსებული შესაძლებლობები.
ინფორმატიკის მიმართულების ასისტენტმა, კომპიუტერული
მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ბექა ტოკლიკიშვილმა, მოსწავლეებთან
საუბრის დროს მიმოიხილა მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციები და ისაუბრა ინფორმატიკის
როლზე თანამედროვე სამყაროში. მან მოსწავლეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ხელოვნური
ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიური ეთიკისა და პროგრამირების თანამედროვე
მიმართულებების შესახებ. ბექამ მოზარდებს აჩვენა, თუ როგორ ინერგება ტექნოლოგია მეცნიერების
თითქმის ყველა სფეროში, და ხაზგასმით აღნიშნა ციფრული კომპეტენციების მნიშვნელობა როგორც
კარიერული შესაძლებლობების, ისე პიროვნული განვითარებისთვის. მისი გამოსვლა მოტივაციური
იყო და მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესების გაღრმავებას ინფორმაციული ტექნოლოგიების
მიმართულებით.
შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ ბიოლოგიის, ფარმაციისა
და ქიმიის ლაბორატორიებს, სადაც დარგის სპეციალისტების ხელმძღვანელობით მონაწილეობა
მიიღეს საინტერესო ქიმიურ ექსპერიმენტებში და გაეცნენ თანამედროვე კვლევით სივრცეებს.
ვიზიტის პრაქტიკული ნაწილი გაგრძელდა კომპიუტერულ ლაბორატორიებში:
გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, ასისტენტ-პროფესორის,
სოფია შენგელიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი სარეკლამო ბანერები.
პროგრამირების მიმართულებით, ასოცირებული პროფესორის ლალი ბესელიას ხელმძღვანელობით,
დაწერეს კოდი მცირე ჩათბოტისთვის Python-ში.
ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი
ეტაპი იყო პროექტის სასწავლო-კვლევითი კომპონენტისთვის. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ
თანამედროვე ლაბორატორიების მუშაობაში, გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს, შეიძინეს ახალი
ცოდნა ციფრულ და სამეცნიერო უნარებში, ხოლო ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრამ
გააღვივა მათი ინტერესი STEM მიმართულებების მიმართ.
პროექტი გრძელდება და მომავალშიც გათვალისწინებულია
მსგავსი საგანმანათლებლო, პრაქტიკული და კვლევითი აქტივობები.