საგამოცდო ცხრილი გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გთხოვთ,
გაითვალისწინოთ,
რომ ყველა გამოცდა, რომელიც ტარდება 207-ე აუდიტორიაში, ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს. (ელექტრონული
გამოცდები ჩატარდება პირველ კურსელთათვის
სასწავლო კურსებში რამდენიმე მიმართულებით; აკადემიური წერა,
საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენები)
სტუდენტს მოეთხოვება:
·
გამოცდის დღეს, მითითებულ აუდიტორიაში, დაიკავოს შესაბამისი სამუშაო ადგილი კომპიუტერთან.
·
ინდივიდუალური ლოგინითა და პაროლით შევიდეს საკუთარ ანგარიშზე studlab
- ში (სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ელექტრონულ
პორტალი
https://students.sou.edu.ge/login)
·
გამოცდების ცხრილში მითითებულ
საგამოცდო სესიის დროს განაახლოს საგნების გვერდი, სადაც გამოჩნდება ლურჯი ღილაკი ‘გამოცდის დაწყება’. აღნიშნულ ღილაკზე გადასვლის შემდეგ გაიხსნება საგამოცდო ფურცელი და ამოქმედდება წესები. მათ თითოეული სტუდენტი წინასწარ გაეცნობა სამუშაო მაგიდაზე განთავსებულ საგამოცდო ინსტრუქციით.
საგამოცდო ინსტრუქცია
საგამოცდო პროცესის
გამართულად მიმდინარეობისა და
ტექნიკური შეფერხებების თავიდან
აცილების მიზნით, გთხოვთ,
ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ
წესებს და იმოქმედოთ მათი დაცვით:
მაგალითისათვის იხილეთ:
1. სტუდენტის
პირადი კაბინეტი - საგნების გვერდი (ელექტრონული გამოცდა, დისციპლინა
“მონაცემთა ბაზები”, გამოცდის თარიღი:
01.11.2025, დრო:19:15:00, ხანგძლივობა 3 საათი)

2. სტუდენტის
პირადი კაბინეტი - საგნების გვერდი (გამოცდის დაწყების დროს):

3.
სტუდენტის პირადი კაბინეტი - გამოცდის დასრულებისთანავე
დაგროვილი ქულა გამოჩნდება ეკრანზე და
Leave ლურჯი ღილაკით განხორციელდება
ქულების გვერდზე გადამისამართება: