2025 წლის 19 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლები: თინათინ
კუტალაძე - ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი, ქეთი ქვათაძე
- ტალანტების მოზიდვის მენეჯერი, ელენე ჭაბუკიანი- დამსაქმებლის ბრენდის განვითარებისა
და კომუნიკაციების მენეჯერი, ნინო ბურკაძე - ჯპს-ის რეგიონალური მენეჯერი და თამარ
ბზეკალავა - ფარმადეპოს მომსახურების ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელი. ღონისძიებაში
ასევე მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
პროფესორი დავით ჯალაღონია.
სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რომეო გალდავამ, ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა,
ფარმაციის დოქტორმა ირმა ცომაიამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა
და ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა
პროფესორმა მარინა ზარქუამ და ამავე სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ასოცირებულმა
პროფესორმა ანტონ ჩიქოვანმა.
ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ირმა ცომაიამ მადლობა გადაუხადა
კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორპორაცია „გეფა“-ს შორის 2017 წელს გაფორმებული
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებასა
და პროფესიულ პრაქტიკას. მისი თქმით, უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის
კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კორპორაცია „გეფაში“
სხვადასხვა პოზიციაზეა დასაქმებული.
შეხვედრის ფარგლებში კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს
გააცნეს კომპანიის მენეჯმენტის სტრუქტურა, კარიერული განვითარების შესაძლებლობები,
აფთიაქების ლოკაციები და მიმდინარე ვაკანსიები. ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების
სამომავლო პერსპექტივებზე და აღნიშნეს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის
მიმართულების სტუდენტები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მომზადებითა და ეფექტური კომუნიკაციის
უნარებით.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა შეავსეს ვაკანსიების განაცხადის
ფორმები, ხოლო კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლებმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.