ახალი სახელმძღვანელო “მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (პროექტი N101175481 ERASMUS-JMO-2024-MODULE EUPEACE)
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ (N101175481 ERASMUS-JMO-2024-MODULE EUPEACE) ფარგლებში. სახელმძღვანელოში კომპლექსურადაა გადმოცემული მშვიდობის მშენებლობის ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები, განზოგადებული და გაანალიზებულია ამ სფეროში ევროკავშირის გამოცდილება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საუნივერსიტეტო დიპლომატიას როგორც მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმას და კონფლიქტის მარეგულირებელ სისტემას, კონფლიქტისა და მშვიდობის პროცესებს საქართველოში, ევროკავშირის მიერ კონფლიქტის მართვასა და მედიაციას საქართველოში, ევროკავშირის შესაძლებლობებს მშვიდობის მშენებლობაში და სხვ.
სახელმძღვანელო გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, პედაგოგებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის. იგი საინტერესო იქნება აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
სახელმძღვანელოს შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის EUPEACE ფარგლებში გათვალისწინებული სასწავლო კურსისა და საზაფხულო სკოლის მონაწილე პროფესორებმა და ექსპერტებმა: თავი I, II, III, IV, V, VII – ზურაბ ხონელიძე (აკადემიური ლიდერი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თავი V - ლევან მახაშვილი (ჟან მონეს პროფესორი), თავი VI - გელა ცაავა (ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თავი VIII - ლავრენტი (ლევან) გერაძე (ექსპერტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი), თავი IX - ლარისა თაკალანძე (პროექტის მენეჯერი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
იხ. სახელმძღვანელო