ანი ხომასურიძის სადებიუტო წერილი გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“
გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” ბოლო ნომერში
(N-17 (413), 22 დეკემბერი, 2025 წ.) დაიბეჭდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის, ანი ხომასურიძის სადებიუტო წერილი სათაურით „ჩვენი ხვალინდელი დღის საძირკველი“, სადაც განხილულია უილიამ თეკერეს „სნობების წიგნი“ (გვ.
13–14). (ეს გახლავთ რეპორტაჟი ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავყრილობიდან).
როგორც გაზეთის რედაქტორი, ჯუბა ღებელი აღნიშნავს, ანას სიღრმისეული ანალიზის უნარი გამოარჩია არამხოლოდ ადგილობრივმა მკითხველმა, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც გამოხატეს მოწონება. რედაქტორი წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ავტორს და მადლობას უხდის ბატონ როსტომ ჩხეიძეს ახალგაზრდების პროფესიულ სცენაზე წარმოჩენისათვის.
ვულოცავთ ანი ხომასურიძეს სადებიუტო გამოქვეყნებას და ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს.