საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში

2018 წლის 17-21 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება რიგით მეცამეტე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში, რომელიც ტრადიციულად ტარდება კიურტ გიოდელის საზოგადოების და მისი გენერალური მდივნის, პროფესორ მათიას ბააზის ხელშეწყობით, ქართველი ლოგიკოსებისა და ლინგვისტების აქტიური მონაწილეობით.

  სკოლას ყოველწლიურად ესწრება 50-მდე ქართველი სტუდენტი, რომლებსაც საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან გაეცნონ უახლეს მიღწევებს აღნიშნულ სფეროში, დაამყარონ მათთან პირადი კონტაქტი, ლექციებისა და დისკუსიების საფუძველზე გაიღრმავონ ცოდნა, დასახონ სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო გეგმები.

სტუდენტებს, ხშირ შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ. საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას ეწყობა ექსკურსია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ არაოფიციალურ გარემოში გაესაუბრონ უცხოელ პროფესორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ლექციების დიდი ნაწილი ტარდება ინგლისურ ენაზე, რაც ასევე ხელს უწყობს ტექნიკური ენის სრულყოფასა და ტერმინოლოგიის ათვისებას.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში არის ავსტრიის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვა საქრთველოსადმი, მან ბევრი უცხოელი მეგობარი შესძინა ჩვენს სამშობლოს, რომლებიც, თავის მხრივ, ცდილობენ დაეხმარონ ქართველ სტუდენტებს წარმატების მიღწევაში.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახ. აუდიტორია №115

          საკონტაქტო პირი: ხიმურ რუხაია 593 533 849

             რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ლინკს : https://www.logic.at/tbilisi18/