სსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში

2017 წლის 14 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით  ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები) ჩატარდა ჩემპიონატი საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში, რომლის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ  საერთაშორისო სამართლებრივი სწავლების გროტიუსის ცენტრი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, აგრესიის პრევენციის საერთაშორისო ინსტიტუტი,  ნიდერლანდების  საგარეო  საქმეთა სამინისტრო,  საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია და საერთაშორისო  სამართლის ევროპული საზოგადოება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 46 ქვეყანიდან 64 უნივერსიტეტ, რომელთა შორისაც წაარმოდგენილი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით:

პროფესორი  ვეფხვია გვარამია - გუნდის მთავარი მწვრთნელი (Leading Coach);

ოთარ უბილავა - იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი   (Prosecutor პროკურორი);

თინათინ სხირტლაძე - იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი (Victim counsel დაზარალებულის წარმომადგენელი);

მიხეილ ლაზგინიანი - იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი (Defense counsel  სახელმწიფოს წარმომადგენელი).

2016 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა რეგისტრაცია ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები) საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. პირველ ეტაპზე გუნდის დარეგისტრირებამდე ინგლისური ენის ცოდნის, საერთაშორისო საჯარო სამართლში და საერთაშორისო სისხლის სამართლში კომპეტენციების გათვალისწინებით სტუდენტები შეირჩა, აღნიშნულის შემდეგ მოხდა გუნდის დარეგისტრირება, რომლის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა საერთაშორისო სისხლის სამართლის თეორიისა და პრაქტიკის გასაანალიზებლად. შეჯიბრის თანმხლები რთული პროცედურიდან გამომდინარე 5 თვის მანძლიზე პროფ. ვ. გვარამიამ დამატებითი ლექციები ჩაატარა შეჯიბრში მონაწილე სტუდენტებთან. საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად  თუ ერთი ქვეყნიდან 2 გუნდზე მეტი დარეგისტრირდა, საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული შეჯიბრის ეროვნული ტური იმართება ინგლისურ ენაზე. შემდეგ ეტაპზე  საჭირო იყო ჰააგიდან მიღებულ საერთაშორისო სისხლის სამართლის კაზუსზე სამი საკმაოდ ვრცელი და სათანადოდ დასაბუთებული მემორიალის (პასუხის)  მომზადება. იმისათვის, რომ გუნდმა ეროვნულ ტურში მიიღოს მონაწილეობა, სამივე მემორიალი შეჯიბრის წესების თანახმად სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებული. რომელიც ფასდება ანონიმურად ეროვნულ დონეზე. აღნიშნული ეტაპი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა წარმატებით გადალახა.  2017 წლის თებერვლის თვეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში, რომლის შესაბამისადაც გუნდმა მოიპოვა  2017 წლის 14 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით  ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები) საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. კაზუსზე მუშაობა 5 თვეზე მეტხანს გაგრძელდა მასში მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დასაბუთებულიყო: 1. გენოციდის დანაშაულის ჩადენა, 2. გენოციდის დანაშაულის ჩადენის უარყოფა, 3. დაზარალებულისათვის, გენოციდის დანაშაულის ჩადენის შესაბამისად მიყენებული ზიანის დადგენა.

კაზუსიდან გამომდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ოთარ უბილავამ წარმოადგინა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის (Prosecutor) პოზიცია, თინათინ სხირტლაძემ დაზარალებულის წარმომადგენლის (Victim counsel) პოზიცია, ხოლო მიხეილ ლაზგინიანმა სახელმწიფოს წარმომადგენლის (Defense counsel)  პოზიცია.

ზეპირ პაექრობამდე შეჯიბრის ერთ-ერთი ეტაპია კონფიდენციალობის დაცვით მემორაიალების გადაგზავნა ორგანიზატორების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ექსპერტებისათვის შესაფასებლად, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეფასებები მაღალი იყო ჩვენი გუნდის მემორიალებზე.

ჰააგაში  საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესის ჩემპიონატის დროს იმიტირებული პროცესის ჩატარებამდე უცნობია რომელი ქვენის გუნდებს ხვდები, მხოლოდ მონაწილე გუნდების ნომრები და მოწინააღმდეგე გუნდების მემორიალებია ცნობილი. პროცესების დასრულების შემდეგ ხდება შესაძლებელი მოწინააღმდეგე გუნდების დადგენა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი შეხვდა კანადის, ინდონეზიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ინდოეთის, სინგაპურის, ესტონეთის, უკრაინის, ირანის, ხორვატიის და პალესტინის უნივერსიტეტების  გუნდებს. ჩვენი უნივერსიტეტის გუნდის გამოსვლმ დაიმსახურა მაღალი შეფასებები, აღსანიშნავია ის, რომ იმიტირებული პროცესების მსვლელობის დროს კაზუსიდან გამომდინარე სსუ-ს სტუდენტები ინგლისურ ენაზე თავისუფლად მსჯელობდნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, ნორმატიული მასალის, ფაქტების, პრეცენდენტების ცოდნა  და პროცედურული წესების დაცვა მოსამართლეების  მიერ შეფასებულ იქნა კარგი ქულებით. თითოეული მონაწილე ორჯერ მონაწილეობს პროცესში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა 6 პროცესში მიიღო მონაწილეობა. გუნდის წევრებს შესაძლებლობა ეძლეოდათ მოესმინათ მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო სისხლის სამართლის პროფესორებისათვის და პრაქტიკოსი იურისტებისათვის. ჰააგაში გამართულ საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის გახსნას ესწრებოდა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის პროკურორი ბენ ფერენცი, რომელიც მონაწილეებს ნიურნბერგის პროცესის დღემდე პრობლემურ საკითხებზე ესაუბრა,  მან ხაზი გაუსვა  საერთაშორისო სისხლის სამართლის მნიშვნელობას თანამედროვე ეპოქაში და მსოფლიოდან წარმოდგენილ გუნდებს  წარმატებები უსურვა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრები დაუახლოვდნენ მსოფლიოდან იმიტირებულ პროცესის მონაწილე გუნდის წევრებს, მათ შორის მიმდინარეობდა აზრთა-გაცვლა აქტუალურ საკითხებზე.

მსგავს პროექტებში პროფესორების და სტუდენტების მონაწილეობა ხელს უწყობს პროგრამის ინტერნაციონალიზაციას, ეს ასევე მნიშვნელოვანია  საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისათვის და ქართული იურიდიული აზროვნების წარმოჩენისთვის.

გუნდის წევრები მადლობას უხდიან იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2017 წლის 14 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით  ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდები) საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მხარდაჭერისათვის.