პროგრამის პირობები

ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+(Erasmus+)პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალება ეძლევათ მიიღონ დაფინანსება და გაიარონ მობილობა პარტნიორ უნივერსიტეტებში.

პროგრამის პირობები
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მობილობის ხანგრძლივობა სტუდენტებისთვის შეადგენს 5 თვეს (ერთ სემესტრს), ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის - 7 დღეს. 
აღნიშნული მობილობის პროგრამის პირობების თანახმად, სტუდენტი შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ათანხმებს მასპინძელ უნივერსიტეტში გასავლელ საგნებს.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმ სტუდენტს, ვისაც შერჩეული ექნება 25-35 კრედიტის (ECTS) მოცულობის საგნები. მობილობის პერიოდის დასრულების შემდეგ სტუდენტს ევალება, მასპინძელ უნივერსიტეტში წარადგინოს გავლილი საგნების სია და დაგროვილ კრედიტები, რომელთა აღიარებას გამგზავნი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.

გრანტის მოცულობა სტუდენტისთვის შეადგენს 750-850 ევროს თვეში (მიმღები უნივერსიტეტიდან გამომდინარე) და მგზავრობის ხარჯებს.
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გათვალისწინებულია ორი სახის მობილობა: “Staff Training Mobility” და “Staff Teaching Mobility”. 
გრანტის მოცულობა შეადგენს 100-160 ევროს დღეში (მიმღები უნივერსიტეტიდან გამომდინარე) და მგზავრობის ხარჯებს.

მგზავრობის ხარჯების დაანგარიშება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად:
100-499 კმ - 180 € 
500 to 1999 კმ -275 € 
2000 to 2999 კმ-360 € 
3000 to 3999 კმ -530 € 
4000 to 7999 კმ-820 € 
8000 კმან მეტი-1,100 €