სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის ყოველწლიური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლის
X–XII კლასის მოსწავლეები.
ვიზიტი გაიმართა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის 18-კრედიტიანი პრაქტიკული
სამართლის
სწავლების
კურსის
ფარგლებში.
მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაციები სამართლის აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
სტუმრებს მისასალმებელი
სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა,
სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ და იურიდიული
კლინიკის უფროსმა, პროფესორმა ლალი გაბისონიამ, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა პრეზენტაციას.
იურიდიული კლინიკის წლევანდელ ფინალურ პრეზენტაციაზე თემები წარმოადგინეს მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა:
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა და სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ინგა თოდუამ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს განხილვაში - დასვეს შეკითხვები და გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები.
პრეზენტაციების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, იმიტირებული სასამართლოს დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია. ლაბორატორიის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიმზერ ალანიამ, მოსწავლეებს წარუდგინა კრიმინალისტიკური ექსპერტიზისთვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს სასწავლო-სამეცნიერო სივრცეები.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა და სტუმრებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იურიდიული კლინიკის უფროსი, პროფესორი ლალი გაბისონია, განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებს - ანანო ფანჩულიძეს, სოფიო ხაჟომიას, მზიანა ჯიქიას, ანა გილიგაშვილს, საბა რობაქიძეს, გიორგი მეხრიშვილს, ნათია ზუბიაშვილს, მარიამ ლომაურიძეს - ასევე, ქალბატონ ინგა თოდუას აქტიური ჩართულობისთვის.
პროფესორი ლალი გაბისონია, ასევე მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეა ჯუღელს, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ვეფხვია გვარამიას და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს - იურიდიული კლინიკის საქმიანობის მხარდაჭერისა და ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური ჩართულობისთვის.