სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ესწრებოდა, რომელმაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრარული მიმართულების ტრანსფერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და აკადემიური პერსონალის შენარჩუნების მექანიზმებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე.