სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური შეფასებისა და პიროვნების განვითარების ცენტრი შეიქმნა

სსუ ფსიქოლოგიური შეფასებისა და პიროვნების განვითარების ცენტრი გთავაზობთ პროფესიულ, ეთიკურ და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ფსიქოლოგიურ სერვისებს ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და ზრდასრულებისთვის.

ცენტრში მომსახურებას ახორციელებენ კვალიფიციური სპეციალისტები.

ყველა სერვისი ხორციელდება პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვით.

შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მომსახურება.

ჩაწერა და კონსულტაცია: 577 963 903


ცენტრის ხალმძღვანელი: კახი კოპალიანი - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი


ცენტრის სპეციალისტები:

თამარ ადეიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

სერვისი: პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება შეფასება ხორციელდება შტრენგტჰს ანდ Dიფფიცულტიეს Qუესტიონნაირე (შDQ)-ის გამოყენებით (4–17 წელი).

აფასებს:

• ემოციურ სიმპტომებს

• ქცევით სირთულეებს

• ჰიპერაქტიურობას/უყურადღებობას

• თანატოლებთან ურთიერთობას

• პროსოციალურ ქცევას

• საერთო სირთულეების ინდექსს


შედეგები ქმნის საფუძველს შემდგომი დიაგნოსტიკური და საკონსულტაციო პროცესის დაგეგმვისათვის.


ნინო კიკნაველიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი

კარიერული არჩევანის მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამა მოიცავს:

• ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ შეფასებას

• ინტერესებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას

• კარიერული დაგეგმვას

• გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერას

განკუთვნილია:

აბიტურიენტებისთვის, უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისთვის და მათთვის, ვინც კარიერის შეცვლას გეგმავს.


ირმა შომახია - დოქტორანტი

0-6 წლის ბავშვთა განვითარების შეფასება

შეფასება მოიცავს:

• კოგნიტურ განვითარებას

• კომუნიკაციას

• მოტორულ უნარებს

• სოციალურ-ემოციურ სფეროს

• ადაპტურ უნარებს

✔ პროცესი უსაფრთხო და მეგობრულია

✔ შეფასება ეფუძნება დაკვირვებას და პრაქტიკულ დავალებებს

✔ გაიცემა წერილობითი დასკვნა და ინდივიდუალური რეკომენდაციები

✔ განსაკუთრებით ეფექტურია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან


ნინო ფუტკარაშვილი - დოქტორანტი

თვითდარწმუნებულობისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის პროგრამა

პროგრამა მოიცავს:

• ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას

• ინდივიდუალურ კონსულტაციებს

• სტრესის მართვის ტექნიკებს

• პროგრესის შეფასებას

მიზანი: ფსიქოლოგიური მდგრადობის გაძლიერება და პროფესიული პოტენციალის სრულად რეალიზაცია.


გალინა ჩაჩანიძე - სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი

მეტყველების შეფასება და თერაპია

კურსი ხელს უწყობს:

• მკაფიო და სწორ მეტყველებას

• სიტყვათა მარაგის გაფართოებას

• მოსმენისა და გაგების უნარის განვითარებას

• აზრის თავდაჯერებულ გამოხატვას

მუშაობა მოიცავს:

• ინდივიდუალურ მიდგომას

• თამაშზე დაფუძნებულ აქტივობებს

• მოტორული და საარტიკულაციო უნარების განვითარებას

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება მეტყველების შეფერხება ან კომუნიკაციის პრობლემა.