აპონიაში, კანსაის უნივერსიტეტის შრომათა კრებულში გამოქვეყნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელის, სამეცნიერო ნაშრომი

იაპონიაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა

2026 წლის მარტის დასაწყისში იაპონიაში, კანსაის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულში „Kansai University Review of Law and Politics“ (№47, March, 2026) გამოქვეყნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელის ედიშერ ფუტკარაძის სამეცნიერო ნაშრომი – „Certain Issues of the Correlation between International Criminal Law and National, Domestic Criminal Law.“

ნაშრომი ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ: https://kansai-u.repo.nii.ac.jp/search?search_type=2&q=1772153475018

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეექვსე სამეცნიერო ნაშრომია, რომელიც პროფესორ ედიშერ ფუტკარაძეს იაპონიაში გამოუქვეყნებია. მათ შორის, ერთ-ერთი ნაშრომი იაპონურ ენაზეც ითარგმნა და გამოიცა.