ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ნინო სტურუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება

2026 წლის 3 აპრილ 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ნინო სტურუა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: “ინგლისური რემინისცენციები ქართულ მხატვრულ-ესეისტურ ნარატივში“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები:  ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მარინე ტურავა - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.                                                 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის  გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას #61).