სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტ მამუკა ნაცვალაძის დისერტაციის დაცვა გაიმართება


2026 წლის 16 აპრილს, 13 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მამუკა ნაცვალაძე ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „საქართველო და „ბერძნული პროექტის“ იმპერიული პარადიგმები.“ სამეცნიერო ხელმძღვანელი: ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მუდმივი პროფესორი;


ოფიციალური რეცენზენტები: 


დიმიტრი შველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 


კახა კვაშილავა – ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 



დისერტაციისა და სადისერტაციო მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში - თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.



დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს, ია ჯიჭონაიას  (ტელ. 577 17 07 93).