ვალადოლიდის უნივერსიტეტის პროფესორ ხუან ხოსე ჯასთ ქერიონის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 2026 წლის 30 მარტს, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ვალადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი ხუან ხოსე ჯასთ ქერიონი (Juan Jose Juste Carrion).


ესპანელი პროფესორი შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფ. ინდირა ძაგანიას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვალადოლიდის უნივერსიტეტის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას; განხილული იყო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების საკითხები.


ხუან ხოსე ჯასთ ქერიონმა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაატარა ლექცია შემდეგ თემებზე:

1) ესპანეთის ეკონომიკის სტრუქტურა;

2) ესპანეთის ეკონომიკის ევოლუცია XXI საუკუნეში.


აღნიშნულმა საკითხებმა დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.