სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტ ლევან კიკილაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართება

2026 წლის  17 აპრილი, 14:00  საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის  ლევან კიკილაშვილის  დისერტაციის დაცვა თემაზე: „მწვანე ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე “.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:  

ირმა დიხამინჯია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი , სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

სამეცნიერო თანახელმძღვანელი:

გივი ბედიანაშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.

რეცენზენტები:

ელისო ლანჩავა - ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი;

ბადრი გეჩბაია - ეკონომიკის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  პროფესორი.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე:  ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი   №601.