გამოცხადდა რეგისტრაცია საზაფხულო სკოლაზე 2026


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სსუ) სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო  სკოლაშიევროკავშირი, მშვიდობა და საქართველომონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 1 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (ERASMUS-JMO-2024-HEI-TCH-RSCH–EUPEACE, პროექტი N101175481). საზაფხულო  სკოლა 2026 მოიცავს 32 სალექციო საათს).

საზაფხულო სკოლის მიზანია გაზარდოს სტუდენტთა ცნობიერება ევროკავშირის შესახებ, ცოდნის ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის სამშვიდობო მისია, ევროკავშირის კონფლიქტის მენეჯმენტი და მედიაცია საქართველოში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, უმაღლესი განათლების გავლენა მშვიდობის მშენებლობაზე და კონფლიქტის მოგვარებაზეუსაფრთხოებისა  და კონფლიქტის მოგვარების საკითხები საქართველოში და სხვ. მონაწილეებისთვის მოწვეულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სსუ-ის საბაკალავრო დასამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსიგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. საზაფხულო სკოლისთვის შეირჩევა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; უპირატესობა მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. დეტალური პროგრამა განთავსდება სსუ-ის ვებ-გვერდზე. სამუშაო ენა: ქართული.

ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მის.: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N61, VII სართ.).

მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისისა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/tihk6e9duawojKgT7