სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ 15 აპრილიდან დაიწყო პროექტის - „სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი“ განხორციელება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს განაცხადების მიღების პროცესი, რომელიც 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის მიმართ არსებული ინტერესის გათვალისწინებით და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის 27 აპრილს, 17:00 საათზე, ყველა დაინტერესებული პირისთვის/სტუდენტებისთვის დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში.
შეხვედრის მიზანია მონაწილე სტუდენტებს მიეწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
• პროექტის მიზნები, ეტაპები და განხორციელების სპეციფიკა;
• მონაწილეობის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები;
• სარეგისტრაციო ფორმის შევსების დეტალური ინსტრუქცია;
• პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.