ღონისძიების ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ სსუ-ის რექტორი თეა ჯუღელი, რექტორის მოადგილე რომეო
გალდავა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჯალაღონია და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი კუპატაძე.
ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
„სტუდფესტი“ 2014 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. „სტუდფესტი
2026-ის“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.