სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus + საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა

2017 წლის 25 - 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus + -ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის  DARE - ს  (უმაღლეს განათლების  ხელმისაწვდომობაზე პროგრამების  შე­მუ­შა­ვება ადა­მიანთა დაუცველი ჯგუფების და რეგიონებისათვის) ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ითვალისწინებდა  ადმინისტრაციული, აკადემიური და სტუდენტური ჯგუფებისათვის სხვადასხვა აქტივობებს ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფებისათვის უმაღლესი განათლების  ხელშემწყობის მიზნით.   

ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ  DARE- ს პროექტის წევრი ევროპული წვდომის ქსელის (დიდი ბრიტანეთი) აღმასრულებელი მდივანი მე ფუნგ ლი (როეჰემპტონის უნივერსიტეტი) და ამავე ორგანიზაციის წევრი ტრისია ჯენკინსი.   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ტრე­ნერებს მხარდაჭერას უწევდნენ ასოც. პროფესორი თამარ შინჯიაშვილი, ასისტ. პროფესორი ინგა მორგოშია და მარიამ ჩეგიანი.

ტრენინგებში ჩართული იყო განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაციის მთელი შემადგენ­ლო­ბა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურებისა  და რეგი­სტრა­ციის  სამსახური, აკადმიური პერსონალი და სტუდენტები.