სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის სექციური მუშაობა მიმდინარეობს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი.

ფორუმის მეორე დღე დაეთმო სექციურ მუშაობას სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისტორიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, განათლების მეცნიერებების, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის, გეოგრაფიისა და ეკოლოგიის, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით.

სამეცნიერო ფორუმის სამუშაო ფორმატი მოიცავდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ მონაწილეობას, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენელთა ფართო ჩართულობა.

ფორუმის გახსნის ღონისძიება 27 აპრილს გაიმართა, ხოლო 28 აპრილს მუშაობა გაგრძელდა პროგრამით გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გრძელდება და მომდევნო დღეებში მონაწილეებს კიდევ არაერთ საინტერესო სამუშაო შეხვედრას შესთავაზებს.