სსუ სამშვიდობო სწავლების ცენტრი აცხადებს ნაშრომების მიღებას საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციაზე „მშვიდობის სპექტრი“

სსუ სამშვიდობო სწავლების ცენტრი აცხადებს ნაშრომების მიღებას საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციაზე „მშვიდობის სპექტრი“!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამშვიდობო სწავლების ცენტრი იწვევს როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს მასშტაბურ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, გააზიაროთ თქვენი კვლევის შედეგები, ჩაერთოთ სამეცნიერო დისკუსიაში და შეიტანოთ წვლილი სამშვიდობო პროცესების მეცნიერულ შესწავლაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი და წარმატებით შეფასებული ნაშრომები გამოქვეყნდება სსუ სამშვიდობო სწავლების ცენტრის საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც იქნება საერთო სივრცე, როგორც დამწყები მკვლევარებისათვის, ისე დარგის ექსპერტებისათვის.

კონფერენციის თემატიკა:

1. მშვიდობის სამართალი და უსაფრთხოება

2. ომის სამართალი და ჰუმანიტარული გამოწვევები

3. საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

4. პოლიტოლოგია და კონფლიქტების ანალიზი

 

 

ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:

 

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით  Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს. ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას. ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს  7 - 15 გვერდი;

საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.

2026 წლის 21 ივნისის ჩათვლით წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 200-300 სიტყვის მოცულობით  ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის მიერ ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზეpec@sou.edu.ge

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აგვისტო, ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზეpec@sou.edu.ge

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე - www.sou.edu.ge

 

ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:

ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე  Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen - ფონტით. უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს  მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ; ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5; აბზაცი გამოიყოს თაბ-კლავიშით; ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს PEG ფორმატში, ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.; ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის  გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში  უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში  უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში  წარმოდგენილი შრომები არ განიხილება; წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ მეილზე pec@sou.edu.ge

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2026 წლის 1-2 ივლისი.

კონფერენციის ორგანიზატორია სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტი დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - „სამშვიდობო სწავლების ცენტრი“. 

მისამართი: საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61.

 


სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfnoay9KSVLPURyN97NSwjabYC85qc9DEBsKgwDe994DFVi6g/viewform