სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა ედიშერ ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „International Criminal Law with a Focus on Environmental Protection“.
პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე კონფერენციაზე ორი მოხსენებით წარდგა:
The Necessity and Significance of Environmental Protection through the Application of Domestic and International Criminal Law;
Certain Substantive Criminal Law Issues of Ecological Crime.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და სპეციალისტები იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან, ალბანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მოხსენებების სრული ტექსტები გამოქვეყნდა კონფერენციის მასალებში.