სტუდენთა სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2017 წლის 19-20 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენთა კონფერენცია გაი­მართა. კონფერენცია შესავალი სიტ­ყ­ვით გახსნა ფაკულტეტის დეკანმა  პრო­ფესორმა ელგუჯა ქავთარძემ.  კონფერციამ რომელშიც 30 მდე სტუდენტი მონა­წილე­ობდა აჩვენა სტუდენტთა ინტერესების ფართო სპექტრი,  საპრეზენტაციო თემების  მომ­ზა­დე­ბის კარგი დონე  და საკითხების აკადემიური დამოკიდებულება. მოხსენებათა დიდი ნაწილი წარმოდგენილი იყო ჩამოყალიბებული კვლევის მიზნებით, ჰიპოთეზითა და მეთოდოლოგიით, რაც მიუთითებს მიმართულების პროფესორთა მუშაობის მაღალ დონეს.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულების ხელმძღვანელმა  პროფესორმა ომარ არდაშელიამ, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თემების აქტუალობა და მათი ხარისხი. დასასრულს,  მიმართულების ხელმძღვანელმა  მადლობა გადაუხადა  კონფერენციაში მონაწილე სტუ­დე­ნ­ტებს,  უსურვა მათ წარმტებები და   გამორჩეული საპრეზენტაციო თემების ავტორებს    სიგელები გადასცა.