სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ გაიმართება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე, ქიმიის მიმართულებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“.

ISC BS-2026 ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “შავი ზღვის სანაპიროსა და საკურორტო რეგიონის დაბინძურების შემცირების ტექნოლოგიური მეთოდები” პროექტის (Project N BS-24-365)  ფარგლებში.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ მონაწილეობას მიიღებენ  შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევარები, ასევე ,პროექტის მიმდინარეობაში ჩართული ბულგარეთის გეოგრაფიის, ოკეანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები. 

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

 ISC BS-2026 კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

Ø  შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა

Ecological state of the Black Sea

Ø  შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემა

Black Sea biodiversity and ecosystem

Ø  შავი ზღვისა და სანაპიროს დაბინძურების შემცირების მცირენარჩენიანი, მაღალპროდუქციული ინოვაციური ტექნოლოგიები

Low-waste, high-productivity innovative technologies for reducing pollution of the Black Sea and its coast

Ø  სურსათის და გარემოს დაცვით საკითხები

      Food and environmental issues

დეტალური ინფორმაცია ISC BS-2026 - ის შესახებ შესაძლებელია იხილოთ, სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გვერდეზე

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ მასალები აისახება ISC BS-2026 - ის თეზისების კრებულში. კონფერენციის კრებული გამოქვეყნდება როგორც ელექტრონულად, ისე წიგნის სახით.

თეზისების წარდგენა (ENG):

Ø  ზეპირი მოხსენებისთვის;

Ø  პოსტერისათვის

თეზისების გაფორმებ (ENG):

სათაური: ზომა 14 (Bold)

ფონტი: Times New Roman, შრიფტის ზომა: 11.
მანძილი სტრიქონებს შორის: 1.15; მარცხენა, მარჯვენა, ზედა და ქვედა არეები: 20 მმ
თეზისის მოცულობა: 1-2 გვერდი. არანაკლები 250 სიტყვისა.

თეზისებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს 2 წევრი

თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის15 ივნისი

პოსტერის ზომები: 100/70

მნიშვნელოვანი თარიღები:

Ø  15 ივნისითეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა (Deadline);

Ø  25 ივნისი შეტყობინების გაგზავნა მონაწილეებისათვის თეზისების მიღების ან უარყოფის შესახებ.

თეზისების გაგზავნა შესაძლებელია:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საორგანიზაციო კომიტეტის ელ. მისამართებზე:

a.mskhiladze@sou.edu.ge

n.pirtskheliani@sou.edu.ge

n.mikaya@sou.edu.ge

აბსტრაქტის გაფორმების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ თანდართულ ფაილში (sample abstract).