სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ 2026 წლის
8-10 ივლისი
ISC BS-2026 ჩატარდება შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის N BS-24-365 ფარგლებში.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „შავი ზღვის ლურჯი
განვითარება“ მასალები აისახება ISC BS-2026 -
ის თეზისების კრებულში. კონფერენციის კრებული გამოქვეყნდება როგორც ელექტრონულად, ისე წიგნის სახით.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ISC
BS-2026-ის თეზისების ჟურნალს ექნება ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი - DOI.
ISC BS-2026 -ში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქართველი და უცხოელი
მეცნიერ-მკვლევარები, ასევე ,პროექტის მიმდინარეობაში ჩართული ბულგარეთის გეოფიზიკის,
გეოდეზიის და გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერები.
ISC BS-2026 კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
Ø შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა
Ø შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება
Ø შავი ზღვისა და
სანაპიროს დაბინძურების შემცირების მცირენარჩენიანი, მაღალპროდუქციული ინოვაციური
ტექნოლოგიები
Ø სურსათის და გარემოს
დაცვითი საკითხები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თეზისები შეგიძლიათ
გამოაგზავნოთ საორგანიზაციო კომიტეტის ელექტრონულ მისამართზე:
n.mikaia@sou.edu.ge
აბსტრაქტის გაფორმების
წესი იხილეთ თანდართულ ფაილში - SAMPLE ABSTRACT