საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე საქართველო - აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნა

2017 წლის 24 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პროფესორების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გა­ი­მართა. კონფერენცია გახსნა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. ომარ არდაშელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საე­რ­თა­შო­რი­სო ურთიერთობების სამეცნიერო აქტივობები მიმდინარე წელს ეძღვნება საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპ­ლო­მატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ჩვენი მიმართულება, ფაკულტეტზე დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალთან და სხვა უნივერსიტეტების წარ­მო­მადგენლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.

კონფერენციაზე მოხსენებებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ვექტორი (გურამ მარხულია), აშშ და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი (ომარ არდა­შე­ლია),  გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში 2016 წელს (მერი გაბედავა),  რბი­ლი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში (გვანცა აბდალაძე).

კონ­ფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და  ფაკულტეტის სხვა აკა­დე­მი­უ­რი პერსონალი. დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების წარმო­მად­გე­ნ­ლებმა შეიმუშავეს მიმდინარე წლის ღონისძიებების გეგმა, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს ეძღვნება.